აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი თბილისი

შემეცნებითი
განცხადების ტიპი: მუზეუმები
ID კოდი: 024

აღწერა

 

მისამართი: 0112, თბილისი, გიორგი ტაბაძისქ. 6
ტელეფონი: (+995 032) 2 34 09 63, 2 34 09 67; 598 26 06 86.

ელფოსტა: silkmuseum.tbilisi@gmail.com

ვებგვერდი: www.silkmuseum.ge    https://www.facebook.com/silkmuseum/?fref=ts

მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11:00-18:00 საათი

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1887-1891 წელი
მუზეუმში შესასვლელი  ბილეთის ფასი:
ზრდასრული – 5 ლარი, სტუდენტი/ სკოლის მოსწავლე – 2 ლარი,
საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა: 5-10 ლარი (აუცილებელია წინასწარი ჩაწერა)
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმების თანამშრომლებისთვის, პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის – უფასო

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუზეუმია მსოფლიოს მასშტაბით. მუზეუმი დააარსა რუსმა ბუნებისმეტყველმა ნიკოლაი შავროვმა. შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული,  1887-1891 წელს სპეციალურად კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურისთვის აშენდა და ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობის არქიტექტორია პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩი. მუზეუმი გამოირჩევა კოლექციების მრავალფეროვნებითა და მრავალეროვნობით, ექპონატების უმეტესობა კავკასიაში ექსპედიციების დროსა და დამაარსებლის ევროპაში მოგზაურობის დროსაა შეგროვებული, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. მუზეუმში წარმოდგენილია ყველაფერი აბრეშუმისა და მეაბრეშუმეობის პროცესის შესახებ: აბრეშუმის პარკის უნიკალური კოლექცია (5000 სხვადასხვა ჯიშისა და ვარიაციის პარკი), ჭიის ბიოლოგია, აბრეშუმის ჭიის კვერცხის (გრენის) კონტეინერების კოლექცია, კავკასიაში დამზადებული კუსტარული ქსოვილების კოლექცია (XIX ს), ჟაკარდული აბრეშუმის ქსოვილის კოლექცია საფრანგეთიდან (XIX ს-ის 90-იანი წლები), გერმანული მაქმანების კოლექცია,  ბუნებრივი და ქიმიური საღებავების კოლექცია შეღებილ ძაფებთან ერთად (საღებავები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან), პეპლების კოლექცია (161 სახეობის 314 პეპელა), თუთის ხესთან დაკავშირებული კოლექციები და ა.შ.

მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე. მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ავეჯი არქიტექტორ ალ. შიმკევიჩის ესკიზებითაა შექმნილი და შენარჩუნებულია თავდაპირველი სახით.

 

მსგავსი განცხადებები