ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ბორჯომი

შემეცნებითი
განცხადების ტიპი: დაცული ტერიტორიები
ID კოდი: 025

აღწერა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
მისამართი: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N23
ფეისბუქის გვერდი: ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი/Borjomi-Kharagauli National Park
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: გაგა მუმლაძე ტელ: 577 64 04 80
ელ.ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ბორჯომში: ნინო ავეტისიანი ტელ: 577 64 04 44
ელფოსტა: nino.avetisian@gmail.com
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ხარაგაულში: გიორგი მუხურაძე ტელ: 577 10 18 94
ელ.ფოსტა: gio.mukhuradze@gmail.com

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და  მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი  107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს რაიონს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი 400 მ-დან 2,642 მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

მსგავსი განცხადებები