DELIRIA ბათუმი

მომსახურება
განცხადების ტიპი: რესტორნები და ბარები
ID კოდი: 061

აღწერა

„DELIRIA“

#8 Kazbegi st. Batumi,  Georgia
+995 593 257040; +995 577 502270; +599 577 441817
https://www.facebook.com/RestaurantDeliria/

რესტორანი  „DELIRIA“, ეს არის ბათუმის ცენტრში, უძველეს სახლში,  მშვიდ და პატარა ქუჩაზე განლაგებული ოჯახური ტიპის თემატური რესტორანია, რაც ყველა ნიუანსში იგრძნობა. აქ ძველი ეპოქა და მისი ღირებულებები თანამედროვეობას ინდივიდუალიზმისა და ხასიათს წარუშლელად ერწყმის.  „DELIRIA“-ში განსხვავებული დიზაინის გამო ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა შეიძლება იპოვოს თავისი თავის ნაწილი, რომელსაც თან წაიღებს და რომელიც მას  კვლავ უკან დააბრუნებს. აქ ტარდება ექსკურსია სახლისა და ოჯახის ისტორიის გარშემო. კედლებიდან საუკუნეზე მეტი ხნის ფოტოები წარსულიდან აწმყოში იყურებიან. აქ იმართება შემოქედებითი საღამოები,  საქმიანი ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან.  რესტორნის მიზანი სულის დანაყრებაა, თუმცა სამზარეულო მდიდარია ქართული თუ ევროპული კერძებით და ხარისხიანი ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებით. ჩვენი ვერანდა ღიია თქვენთვის წლის ნებისმიერ დროს და მზადაა იყოს ერთგავრი პორტალი ქალაქიდან გაუსვლელად ბუნებასთან დასაახლოვებლად. ეზოში კოცონი და ცოცხალი მუსიკა სხვა სამყაროში გაგდებთ, გავიწყებთ ქალაქის მშფოთვარებასა და რუტინას. აქ ბათუმის მთავარი არტერია გადის, აქ ქალაქის გულისცემაა. DELIRIA“ ის ის ადგილია, სადაც თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობ. ხარ სტუმარიც და ამავდროულად მასპინძელიც. აქ ყოველთვის გელიან, აქ უყვართ, აქ გიყვართ, აქ შეპყრობილი ხართ სიყვარულით.

მსგავსი განცხადებები