გამომცემლობა „წიგნები ბათუში“ თბილისი

მომსახურება
განცხადების ტიპი: გამომცემლობა
ID კოდი: 044

აღწერა

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის №66
სამუშაო საათები: ორშაბათი – კვირა 12:00 – 18:00
საკონტაქტო ნომერი: 0322 47 51 48
მეილი: booksinbatumi@gmail.com
გამომცემლობა „წიგნები ბათუში“ 2015 წელს დაარსდა. კონკრეტული წიგნის გამოცემის სურვილით დაარსებული გამომცემლობა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულალურია საქართველოში. „წიგნები ბათუმში“ ყველა ასაკის მკითხველს აკმაყოფილებს და სხვადასხვა ჟანრის წიგნს გამოსცემს. აქვს სერიები: „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ (იგი აერთიანებს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოს „ფანტასტ“ მწერლებს, ასევე მოიცავს ფენტეზის ჟანრის წიგნებსაც), „პალატა N6“ (აერთიანებს ფსიქოლოგიურ-მისტიკური ჟანრის ლიტერატურას), „უკვდავი ბიბლიოთეკა“ (შედის კლასიკური ნაწარმოებების თარგმანები). გამომცემლობა გამოსცემს საყმაწვილო და საბავშვო ლიტერატურას, 2017 წელს კი ახალ სერიას ჩაუყარა საფუძველი და ქართველ მკითხველს აღმოსავლური ლიტერატურის თანამედროვე ავტორებთან გაცნობის საშუალებაც მისცა.
„წიგნები ბათუმში“ აქტიურად ბეჭდავს თანამედროვე ქართველ ავტორებს და მათ შემოქმედებას უცხოურ გამომცემლობებსაც აწვდის. გამომცელობის რამდენიმე ავტორის წიგნი გერმანულ ენაზეა თარგმნილი.

მსგავსი განცხადებები