მაჭახელას ეროვნული პარკი ბათუმი

შემეცნებითი
განცხადების ტიპი: დაცული ტერიტორიები
ID კოდი: 026

აღწერა

მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზსონი გრძელდება მაისიდანოქტომბრამდე
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ნანა ბაუჟაძე ტელ: +995 595 08 60 75, ელ.ფოსტა: nana.baujadze@gmail.com
მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი სოფ. აჭარისაღმართშია განლაგებული.
ვიზიტორთა ცენტრი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი.
ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები,  ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები. თავად პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი, მარტივი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო მარშრუტი, რომლებიც ვიზიტორებს მურყანის კორომებში, წიფლისა და წაბლის ტყეებში გასეირნების გარდა, მთავარანგელოზის მთიდან ქალაქი ბათუმის, მდინარე მაჭახელას ხეობისა და მდინარე ჭოროხის ზღვასთან შესართავის ულამაზეს ხედებს სთავაზობს

მსგავსი განცხადებები