თუშეთის დაცული ტერიტორიები ახმეტა

შემეცნებითი
განცხადების ტიპი: დაცული ტერიტორიები
ID კოდი: 028

აღწერა

თუშეთის დაცული ტერიტორიები
საკონტაქტო პირი:
გიორგი ბაკურიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ: 577 10 18 92, ელ-ფოსტა: gio.bakuridze@gmail.com
სოფო რაინაული, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი,
ტელ: 577101891; ელ-ფოსტა: soporainauli@gmail.com
ნათია ანდღულაძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72;  ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრი კი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის მეორე მხარეს 85 კმ-ზე, სოფელ ქვემო ომალოში.
მანძილი:

  • ქ. თბილისიდან სოფელ ქვემო ალვანამდე – 120 კმ (1 სთ და 30 წთ);
  • ალვანიდან ომალომდე – 85 კმ (3 სთ და 30 წთ).

აღსანიშნავია, რომ ომალო-ალვანის საავტომობილო გზა არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სატრანსპორტო მონაკვეთი საქართველოში, რომელიც მიუყვება ვიწრო გრუნტიან გზას მაღალ მთებში. BBC-იმ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. (http://www.bbc.co.uk/programmes/p012ttlb).

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
თუშეთის დაცულ ტერიტორიებამდე ტრანსპორტირება დედაქალაქიდან არ ხორციელდება, ვიზიტორები იქ ჩასასვლელად ჯერ უნდა ჩავიდნენ სოფელ ქვემო ალვანში.

  • ქ. თბილისის ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან, სოფელ ქვემო ალვანის მიმართულებით მოძრაობს მიკროავტობუსი (6,7 ლარი, 2 სთ), ისნის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან – კერძო ტაქსები (10 ლარი, 2 სთ) ყოველდღე.
  • ალვანიდან ომალომდე არ მოძრაობს რეგულარული ტრანსპორტი და ასვლა მხოლოდ კერძო ტრანსპორტის (4X4) დაქირავებით არის შესაძლებელი.
  • თუშეთში ასასვლელად კერძო ტრანსპორტის დაქირავება შესაძლებელია სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში (მონაცემები იხილეთ ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდზე: თუშეთის ეროვნული პარკი/Tusheti National Park)

მსგავსი განცხადებები