„წიგნები ბათუმში“ ბათუმი

გაყიდვა
განცხადების ტიპი: წიგნების მაღაზია
ID კოდი: 042

აღწერა

სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა 10:00-22:00
მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის  №60
ტელეფონი: 0 422 24 25 96
E-mail: readme.batumi@gmail.com
https://www.facebook.com/bookshopinbatumi/
მაღაზია „წიგნები ბათუმში“ 2013 წელს გაიხსნა და მაშინვე იქცა ბათუმელებისა და არა მარტო ბათუმელების საყვარელ ადგილად. აქ დაგხვდებათ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. კომპეტენტური კონსულტანტების დახმარებით ყოველთვის შეძლებთ თქვენთვის სასურველი საკითხავის შერჩევას. მაღაზია გთავაზობთ საკანცელარიო და ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვან არჩევანსაც. ზაფხულობით შესაძლებელია მყუდრო კაფეში ყავის დალევა, შინაურული ლიმონათისა და გემრიელი ჰამბურგერების გასინჯვა. ასევე ნებისმიერი წიგნის ადგილზე წაკითხვა და უფასო ინტერნეტით სარგებლობა. მაღაზია ხშირად მასპინძლობს ახალი წიგნების პრეზენტაციებს, ცოცხალ კონცერტებს, საინტერესო გამოფენებსა და სხვადასხვა ავტორთან შეხვედრას. შაბათობით პატარებისთვის „ზღაპრის საათი“ იმართება, სადაც მათ საყვარელ ზღაპრებს უკითხავენ.

 

 

მსგავსი განცხადებები